
მათ შორის იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. პედაგოგმა ბავშვებს ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მიაწოდა. მოსწავლეებმა კი მასწავლებლის ხელმძღვანელობით საინტერესო თემატური ნამუშევრები შექმნეს.
ბავშვებმა საჭირო და მათთვის მნიშვნელოვანი ცოდნა და ინფორმაცა მიიღეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ვიდეო: