
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ. პროფესიონალი პედაგოგები, დირექციასთან ერთად, თავს არ ზოგავენ, რათა ბავშვებისთვის საგაკვეთილო პროცესი საინტერესო იყოს. სწორედ ამიტომ, მათ მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მოსწავლეებისთვის სახალისო მათემატიკის გაკვეთილი აღმოჩნდა. კლასში, საინტერესო აქტივობა - „ტანგრამი“ ჩატარდა. ბავშვებმა გეომეტრიული ფიგურები გამოჭრეს და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.
აღსანიშნავია, რომ ტანგრამი არის გეომეტრიული ობიექტებისაგან შემდგარი თავსატეხი. მისი მეშვეობით მოსწავლეები სწრაფ, ლოგიკურ აზროვნებას ეჩვევიან.
მსგავსი აქტივობები ბავშვებს განწყობასა და მოტივაციას უმაღლებს.
იხილეთ ფოტოები: