„ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დედამიწის გადარჩენას!“- დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა გზავნილი და შემეცნებითი აქტივობები
25-04-2024

დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

ამის დასტურია ისიც, რომ სკოლა დედამიწის დღის აღნიშვნას დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით შეუერთდა. მე-2 კლასის მოსწავლეთა გზავნილი იყო - „ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დედამიწის გადარჩენას! დედამიწა გვიყვარხარ!“

მათ ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარეს. ბავშვებმა, ასევე აღნიშნეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა. მეორეკლასელებმა აგრეთვე, კედლის გაზეთი შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აქტივობებში ისინი დიდი ხალისით მონაწილეობდნენ.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203