
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის პირველკლასელებმა ბუნებაში, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს.
მოსწავლეებს უნდა დაესახელებინათ სკოლისა და სახლის ნივთები, აღეწერათ ისინი ფორმის, ფერის მიხედვით და განეხილათ თუ რისგან იყო თითოეული მათგანი დამზადებული.
ბავშვებმა დავალებას თავი წარმატებით გაართვეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა მოტივაციის, განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: