თბილისის N208 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლის - იაკობ ფირანაშვილის წარმატება საჭადრაკო ტურნირში
25-04-2024

თბილისის N208 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერით სხვადასხვა ინტელექტუალურ, სპორტულ ჩემპიონატსა და კონკურსში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლე იაკობ ფირანაშვილმა გაიმარჯვა ჭადრაკის სასახლეში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირის მეხუთე თანრიგში. მან სხარტი და ანალიტიკური აზროვნება წარმოაჩინა და სკოლა ასახელა.

„ვულოცავთ იაკობს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ ხელს უწყობენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203