მუსხის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
25-04-2024
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობაში ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაში -„ ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა. მასში დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილებდნენ. მათ ცოდნა გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

შედეგად კი გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ, რომლებიც ბრძოლას მეორე ტურში გააგრძელებენ. 

აღსანიშნავია, რომ მუსხის საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203