ილია შავერდოშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისლის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, იქ მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება.
სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რასაკვირველია, არც დედაენის დღე დარჩენილა. ეს დღე მეოთხე კლასის მოსწავლეებმაც იზეიმეს. მათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - თამარ წიქარაძის ხელმძღვანელობით ლეპბუკი შექმნეს.
მეოთხეკლასელები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ ბეჯითად იმუშავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები: