ბათუმის N8 სკოლის ბიბლიოთეკაში, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი აქტივობები გაიმართა
25-04-2024

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. იქ მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი ღონისძიებებით აღინიშნება.

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რასაკვირველია, არც წიგნის საერთაშორისო დღე დარჩენილა. მით უფრო, რომ მოსწავლეები წიგნისა და მხატვრული ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან. 

თარიღთან დაკავშირებით, თემატური აქტივობები სკოლის ბიბლიოთეკაში გაიმართა. მათ მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო. მათ საინტერესოდ ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს. 

აქტივობებმა დიდი წარმატებით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203