ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებას შეწირულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
25-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობები ეძღვნება.
ახლახან, სკოლაში, 9 აპრილთან დაკავშირებით, საინფორმაციო შინაარსის შეხვედრა ჩატარდა. მას პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ქართული ენის პედაგოგმა - დალი ბოლქვაძემ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებზე, მის თანმდევ პროცესებზე - 2 წლის შემდეგ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე, კიდევ ერთხელ ისაუბრა. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა 9 აპრილის ამსახველი ვიდეოები ნახეს, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი თავდადებისა და მოპოვებული თავისუფლებისთვის მადლიერება გამოხატეს.
ბოლოს, სიმღერა - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ მოისმინეს. „9 აპრილის გმირებზე დგას საქართველოს დამოუკიდებლობა“,- სწორედ ეს სულისკვეთება გასდევდა ღონისძიებას.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს