დიდი ჭყონის N1 სკოლის პირველკლასელებმა წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხელნაკეთი წიგნები შექმნეს
26-04-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნების სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ.

ამას ადასტურებს ისიც, რომ სკოლა წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, I კლასის მოსწავლეებს მასწავლებელმა - ნატო ნანავამ საინტერესო კომპლექსური დავალება შესთავაზა. 

დავალების ფარგლებში, მოსწავლეებმა ლამაზი, ფერად-ფერადი წიგნები გააკეთეს. მათ კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რამდენად მნიშვნელოვანია წიგნების კითხვა ადამიანის მრავალმხრივ განვითარებისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ენთუზიაზმითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს მსოფლიოში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. თარიღი „იუნესკომ“ აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203