თბილისის N177 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი შეხვდა
თბილისის N177 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, მეათე კლასის მოსწავლეებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი - გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა და თემაზე - „ადამიანის უფლებების სწავლება სკოლაში“, ესაუბრა.
შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო და ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. სტუმარმა მოსწავლეებს კომუნიკაციის საშუალებები გააცნო, აუხსნა, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ვის და რა ფორმით უნდა მიმართონ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შემდეგი შეხვედრის დაგეგმვის ინიციატივა გამოითქვა, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვას შეეხება.
იხილეთ ფოტოები: