გოლთეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ლაშქრობა მოეწყო
25-04-2024
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობს, რითაც სასწავლო პროცესს მეტად ამრავალფეროვნებს. 

შედეგად, მოსწავლეები სხვადასხვა დისციპლინას ხალისით ითვისებენ. ამჯერად, მასწავლებელ ნანა ჩანქსელიანის ხელმძღვანელობით, საგან - მე და საზოგადოების ფარგლებში, ლაშქრობა მოეწყო. 

აქტივობის მიზანი ცოდნის გაღრმავება და ბუნების შემეცნება იყო. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203