დმანისის N2 საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნა
25-04-2024
დმანისის N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება.
სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც წიგნის საერთაშორისო დღე დარჩენილა. თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში თემატური აქტივობები მოეწყო, რომელთა მიმდინარეობაშიც მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
მათ ამ დღის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, საინტერესოდ ისაუბრეს, ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. თარიღი „იუნესკომ“ აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. წიგნის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად საქართველოშიც აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს