ქართული ენის დღესასწაული თბილისის N28 საჯარო სკოლაში 
01-05-2024

თბილისის N28 საჯარო სკოლაში ერონული დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნება, შესაბამისად ქართული ენის დღეს არაერთი ღონისძიება მიეძღვნა. 

მათ შორის აღსანიშნავია:

  • კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც ყველა კლასი მონაწილეობდა. კონკურსს ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა - მანანა ბასილაიშვილმა, თინა გიორგაძემ და ლელა ყოლბაიამ. 
  • ვიქტორინა, რომელიც VII კლასში, პედაგოგ თინა გიორგაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა. 
  • საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან, რომელიც ლექსებით გაამრავალფეროვნეს ბავშვებმა (VI კლასი. პედაგოგი: თინა გიორგაძე);
  • კედლის გაზეთების გამოფენა, რომელშიც V, VI, VII და IX კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი, პედაგოგების - თინა გიორგაძისა და მანანა ბასილაიშვილის ხელმძღვანელობით. 

ღონისძიებები წარმატებით, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203