თბილისის N28 სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები ილუსტრირებულ წიგნად აკინძეს
30-04-2024

თბილისის N28 საჯარო სკოლაში მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. შესაბამისად სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

დღესასწაულს არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება მიეძღვნა. 

გთავაზობთ ერთ-ერთ ნიმუშს აქტივობათა სერიიდან - წიგნის შექმნა. 

მეორე კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ქეთინო მელიქიშვილთან ერთად, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებზე აგებული, ილუსტრირებული წიგნი - „საგანძური“ წარმოადგინეს.

პედაგოგმა - ქეთინო მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ განხორციელებული აქტივობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დამყარდეს კავშირი სწავლასა და გართობას შორის, რადგან კითხვისა და ზოგადად, სწავლის სურვილი მოსწავლეებს განსაკუთრებით მაშინ უჩნდებათ, როდესაც თვითონ ქმნიან, აკეთებენ, აღმოაჩენენ. სწორედ ამ დროს არის სწავლება უფრო საფუძვლიანი და წარმატებული. ამ დროს იზრდება მოსწავლეთა ინტერესი ლიტერატურის მიმართ და მოზარდებს უჩნდებათ სურვილი შექმნან წიგნები – წიგნის ყველა მახასიათებლის გათვალისწინებით. 

ამ კონკრეტულ სიტუაციაში,  წიგნის შექმნის პროცესში, მეორე კლასის ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203