ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის დირექტორი დეკანოზი პავლე ცერცვაძე კათედრის ხელმძღვანელებს შეხვდა
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები, დირექციის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს საინტერესო და ნაყოფიერ სასწავლო პროცესს სთავაზობენ. დირექცია მათთან აქტიურად განიხილავს, რა მიმართულებითაა მეტი სამუშაო, იმისთვის, რომ თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრება გაუმჯობესდეს და სწავლის ხარისხი ამაღლდეს. პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, სამომავლო გეგმებს ერთად სახავენ.
ამის დასტურია ისიც, რომ 24 აპრილს მისი
ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმინდა ანდრია პირველ
წოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის მეუფე
მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, ამავე გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) შეხვდა კათედრის ხელმძღვანელებს.
შეხვედრაზე, შემოწმნდა
კათედრებში შემავალი საგნების პედაგოგების წარმოებული დოკუმენტაცია, ასევე განიხილეს
კათედრების სამომალო გეგმები.
იხილეთ ფოტოები: