ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორს - მის ყოვლადუსამღდელოესობა მეუფე მელქისედეკს სასკოლო საზოგადოება იუბილეს ულოცავს
25-04-2024
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიას მისი ყოვლადუსამღდელოესობა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, რექტორი - მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) ღირსეულად უძღვება.

ის სასკოლო საზოგადოების უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. მეუფე მელქისედეკს გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი - დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) პედაგოგიური კოლექტივი, ტექნიკური პერსონალი, მოსწავლეები და მოსწავლეთა მშობლები მადლიერებით, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით დაბადების დღეს ულოცავენ. 

როგორც გიმნაზიაში ამბობენ, მისი მეუფება თავისი ცხოვრებითა და ღვაწლით ჭეშმარიტი მაგალითია ქრისტეს რწმენის, ერთგულებისა, თავმდაბლობისა, სიყვარულისა, სიკეთისა, მადლიერებისა, მოთმინებისა, შენდობისა და მოყვასზე ზრუნვისა.

„ჩვენ ვმადლობთ ღმერთს, რომ ჩვენს ეპარქიას მნიშვნელოვან დროს ასეთი ნასწავლი, განათლებული, გამორჩეული, მადლმოსილი და ძლიერი მღვდელთმთავარი გვარგუნა. თქვენო მეუფებავ, გისურვებთ ჯამრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს.
გვიყვარხართ და ჩვენი დიდი იმედი ბრძანდებით“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203