მეჩხეთურის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე დასუფთავების აქციით აღინიშნა  
25-04-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს მასშტაბური დასუფთავების აქცია მიეძღვნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა შეიტანეს თავიანთი წვლილი ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში, დაასუფთავეს ტაძრისა და სასაფლაოს შიდა და მიმდებარე ტერიტორიები.

მოსწავლეებმა ამ დღის არსი და მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გაიაზრეს და მისი დაარსების ისტორიაც გაიხსენეს. 

მოსწავლეებმა აღნიშნეს: 22 აპრილს მთელს მსოფლიოში აღინიშნება დედამიწის დღე რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიაა და საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დაცვის მიზნით აერთიანებს მსოფლიო საზოგადოებას სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიების ჩასატარებლად.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203