ხევაშენის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობებით აღინიშნა
25-04-2024
22 აპრილს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლა მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას და აღნიშნა დედამიწის დღე.

ღონისძიებაში მთელი სასკოლო საზოგადოება დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით ჩაერთო.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ეკოცნობიერების ამაღლება, ასევე შემოქმედებითი, ფანტაზიის, თანამშრომლობითი უნარების განვითარების ხელშეწყობა.

მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაციები, ჩაერთნენ აქტივობებში და შექმნეს პოსტერები, ასევე აქტიურად შეუერთდნენ სკოლის ტერიტორიაზე მწვანე ზოლის მოწყობის საქმეს.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203