თბილისის N9 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეთა დედაენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო პროექტ-გაკვეთლი
25-04-2024

ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N9 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პატრიოტული სულისკვეთებითა და ეროვნული ღირებულებებით ზრდიან, სწორედ ამ მიზნით კი სკოლაში ეროვნული დღესასწაულები განსაკუთრებული ყურადღებით აღინიშნება.

ცხადია, გამონაკლისი არც დედაენის დღე ყოფილა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, VI კლასში საინტერესო პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს ამ დღის არსი და მნიშვნელობა, ისაუბრეს მისი დაარსების ისტორიაზე და ისიც დასძინეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენის დაცვა და შენარჩუნება ქვეყნის თვითმყოფადობისთვის

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203