დედამიწის დაცვის მხარდასაჭერი აქტივობები მანდაეთის საჯარო სკოლაში
25-04-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. 

შესაბამისად, სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა დედამიწის დღე. 

მოსწავლეებმა მოაწყვეს ნამუშევრების გამოფენა, რომლითაც საზოგადოებას მოუწოდეს გარემოს დაცვისკენ, ამას გარდა სკოლის ეზოში დარგეს ნერგები და დათესეს ყვავილები.

„ჩვენ ვერთვებით გლობალური ქმედებების კვირეულში!“, - ამ გზავნილით კი, მოსწავლეებმა  მასშტაბური გარემოსდაცვითი ინიციატივა უკეთ გაითავისეს და თავიანთი წვლილიც შეიტანეს დედამიწის დღის აღნიშვნაში. 

ცნობისთვის, დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203