„ჩვენ დედამიწელები ვართ“- მატნის N1 სკოლის მე-5 კლასელთა ორი საგნის ინტეგრირებული ღონისძიება და საინტერესო აქტივობები
25-04-2024
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.
თარიღთან დაკავშირებით, Vბ კლასში, ბუნების მასწავლებლის - იზოლდი ბათურიშვილისა და ხელოვნების მასწავლებლის - ლალი ლოლაშვილის ხელმძღვანელობით, ერთობლივი ღონისძიება - „ჩვენ დედამიწელები ვართ“ გაიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო დედამიწისა და გარემოს შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე ყურადღების მიპყრობა გარემოში მიმდინარე ცვლილებებზე.
მოსწავლეებმა დედამიწის შესახებ თეორიული მასალა წარადგინეს. გარდა ამისა, თემატური ნახატები, ბროშურები და პლაკატები შექმნეს.
მათ ღონისძიება შესაბამისი ლექსებით, სიმღერითა და პატარა ინსცენირებით გაალამაზეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს