მატნის N1 საჯარო სკოლის ეზოში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია მოეწყო
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოების წევრები გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ.
ამ მიმართულებით, სკოლაში არაერთი აქტივობა ეწყობა. ამჯერად, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეთა თვითმმართველობამ და სამოქალაქო კლუბმა სკოლის ეზოში დასუფთავების აქცია გამართეს. ისინი სამუშაოებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, ნარჩენები შეაგროვეს და ნაგვის პარკებში განათავსეს.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ თემატური ინფორმაცია მოიძიეს, ერთმანეთს გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.
იხილეთ ფოტოები: