ცხენთაროს საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა
26-04-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები ბავშვებს კითხვას დაწყებითი კლასებიდანვე აყვარებენ.

სწორედ ამიტომ, სკოლა წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნას დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა. 

სასკოლო საზოგადოების ჩართულობითა და დირექციის მხარდაჭერით შეგროვდა მაკულატურა, რომელიც ჩააბარეს, სანაცვლოდ კი წიგნები მიიღეს. 23 აპრილს კი წიგნებით დასაჩუქრდნენ დაინტერესებული მოსწავლეები.

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს მსოფლიოში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. თარიღი „იუნესკომ“ აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203