ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები წიგნის ბეჭდვის პროცესს გაეცნენ
25-04-2024
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასკოლო აქტივობებში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, პედაგოგ ირმა დევაძის სადამრიგებლო - მე-2 კლასის მოსწავლეებმა, წიგნის კვირეულის ფარგლებში, ნინო სურმავას, ვასო გულეურისა და ლადო ასლამაზიშვილის მოთხრობები წაიკითხეს და განიხილეს. მათ ქაღალდისა და წიგნის დამზადების შესახებ დოკუმენტური ფილმიც ნახეს.

გარდა ამისა, მოსწავლეები სტამბას ესტუმრნენ და წიგნის ბეჭდვის პროცესს დაესწრნენ. მათ ხელნაკეთი წიგნები დაამზადეს და წიგნის ბეჭდვის ისტორიას გაეცნენ.

„გაიმართა საინტერესო საუბარი სტამბის ხელმძღვანელ, ბატონ გიორგისა და მოსწავლეებს შორის. შეხვედრა ძალიან საინტერესო და სახალისო იყო“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203