დედამიწის დღისადმი მიძღვნილი გარემოსდაცვითი ღონისძიება შაუმიანის N2 საჯარო სკოლაში
24-04-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N2 საჯარო სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალია, ამას მოწმობს დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება, რომელიც, თამამად ვიტყვით, არის გზავნილი თითოეული ჩვენგანისთვის - „დედამიწას გაფრთხილება სჭირდება“.

სასკოლო საზოგადოების მობილიზებით, გაიმართა დასუფთავების აქცია, მოსწავლეებმა ხალისითა და დიდი შემართებით გაასუფთავეს სკოლის ტერიტორია ნარჩენებისგან.

ასევე, მოსწავლეებმა ხეები მორწყეს და მცენარეები დარგეს. 

მოსწავლეებმა ამ დღის არსსა და მნიშვნელობას გაეცნენ, გაიაზრეს თითოეული ადამიანის როლი ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნაში. 

ცნობისთვის, დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203