წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მეორეკლასელების პირველი ნაბიჯები მწერლობაში და მათი ძვირფასი სახსოვარი ბიბლიოთეკას
25-04-2024

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება და მხატვრული ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა შესაბამისად, წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს და წიგნის ჩუქების კამპანიას არაერთი კლასი შეუერთდა. 

მე-2 კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი იამზე წულუკიძე) „წიგნის ჩუქების“ დღესთან დაკავშირებით ესტუმრნენ სკოლის ბიბლიოთეკას და უსახსოვრეს მარკ ტვენის - „უფლისწული და მათხოვარი“. ასევე, მეორეკლასელებმა სკოლის ბიბლიოთეკას დიდი სიყვარულით საჩუქრად გადასცეს მათ მიერ შექმნილი ზღაპრების წიგნები.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისათვის ეს წიგნები პირველი ნაბიჯებია მწერლობაში, ამიტომ პატარების სურვილი იყო ამ ზღაპრების წაკითხვით სხვებმაც მიიღონ სიამოვნება.

სკოლაში პატარების შემართება ახარებთ და წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...