ბათუმის N30 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა
25-04-2024

ბათუმის N30 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, სკოლა დედამიწის დღის აღნიშვნას დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრების ინიციატივით (კლუბის კურატორი მასწავლებელი ზ. ქოქოლაძე) განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

  • დასუფთავდა სკოლის მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მონაწილეობდნენ სამოქალაქო განათლებისა და ეკოკლუბის წევრი მოსწავლეები (მასწავლებელი ნ. ევგენიძე);
  • სკოლის ეზოში მოეწყო გამწვანების აქცია. მოსწავლეებმა მოამზადს ნიადაგი, სადაც განთავსდა ყვავილების ნარგავები, რომლებიც მათ მიაწოდა მასწავლებელმა მ. დავითაძემ;
  • მომზადდა საინფორმაციო პოსტერები ქუჩებში განსათავსებლად;
  • შეიქმნა საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც მოსწავლეებმა გადასცეს გამვლელებს;
  • მომზადდა საინფორმაციო პოსტერები და ნახატები გამოფენისთვის.

სკოლაში, ასევე, ჩატარდა აქტივობა - როგორ ვმართოთ ნარჩენები. აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეემა ბოთლის სახურავებით მოამზადეს დედამიწა.

აღნიშნულ აქტივობებში ბავშვები დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.

„მადლობა სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციასა და N30 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას მხარდაჭერისათვის. მადლობა ჩართულ მოსწავლეებსა და ახალბედა მასწავლებლს ლ. ქოქოლაძეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203