დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ კონკურსში ჩაერთნენ
24-04-2024
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოტივირებაზე, განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.

ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებაში მონაწილეობენ. 

ამჯერად, ისტორიით დაინტერესებული მოსწავლეები საქართველოს ეროვნული არქივის პროექტში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. 

აღსანიშნავია, რომ კონკურსი ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ პრინციპით ტარდება.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203