მოლითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.
სკოლაში, მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად წარადგინეს პრეზენტაცია, სადაც ისაუბრეს დედამიწის როლსა და მის დაცვა-მოფრთხილების აუცილებლობაზე. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა აღნიშნულ თემატიკაზე შექმნეს ნახატები.
აგრეთვე შეიქმნა კედლის გაზეთი, მოსწავლეთა ინიციატივით დასუფთავდა სკოლის ტერიტორია და დაირგო მცენარეები.
„მცირე და მოკრძალებული ღონისძიებებით მოლითის სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია, რასაც გაფრთხილება და მოვლა სჭირდება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: