წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას მე-4 კლასის მოსწავლეებმა წიგნი უსახსოვრეს
24-04-2024
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის თემატური აქტივობებით აღინიშნება.
წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით, მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი - ა. ნაფეტვარიძე) სკოლის ბიბლიოთეკას ტარიელ ზოზარაშვილის - „დიდი ქართველები“, უსახსოვრეს.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა წიგნში მოცემული ქართველების შესახებ პრეზენტაციები მოამზადეს. განსაკუთრებით გამოყვეს „დედაენის“ შემქმნელი იაკობ გოგებაშვილი და მას სიმღერითაც კი მოეფერენ.
ბოლოს, მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ „წიგნი მეგობარია, რომელიც არასოდეს გიღალატებს!“