ღვანკითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო
01-05-2024
გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლაში ყოველთვის ფასდებოდა ხელოვნება და მისი მოყვარული მოსწავლე. ძალიან ბევრი მხატვარი ჰყავს სკოლას, ხელოვნების პედაგოგებიც არ აკლებენ ბავშვებს ყურადღებას. ინგა ჯალიაშვილი და თეა რიჟამაძე მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებაზე აქტიურად ზრუნავენ, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე აისახება.

ამჯერად, სკოლაში თემაზე - „გაზაფხული“ მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე კლასების მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო. 

„დიდი მადლობა ინგა ჯალიაშვილს და თეა რიჟამაძეს მოსწავლეთა ხელშეწყობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203