გურძემის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრეები მარტვილის კანიონს სტუმრობდნენ
24-04-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო წელი მალე დასრულდება, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეებს მოტივაცია არ დაუკარგავთ. მათი თაოსნობით, ისინი სხვადასხვა გასვლით აქტივობასა და შემეცნებით ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები მარტვილის კანიონზე იმყოფებოდნენ. ბავშვებმა აღნიშნული ადგილი დაათვალიერეს და დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ.

მოსწავლეებზე მარტვილის კანიონმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღიეს.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებასა და მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203