შავღელეს საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კალიგრაფიის კონკურსი მიეძღვნა
24-04-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში ეროვნული დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნება და ცხადია, არც დედაენის დღე ყოფილა გამონაკლისი.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

კონკურსი დაწყებითი კლასების კათედრაზე ჩატარდა და მასში 15 მოსწავლე მონაწილეობდა, საბოლოოდ კი, გამოვლინდა სამი საუკეთესო კალიგრაფი. 

ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

1 ადგილი - ლანა ჯაიანი;

2 ადგილი - ანსტასია ჩოგაძე;

3 ადგილი - თამუნა მურვანიძე.

აღსანიშნავია, რომ კონკურსს პედაგოგი ფატი პაიჭაძე ხელმძღვანელობა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203