ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა
24-04-2024

გარემოზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალია და ეს ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ყველაზე უკეთ იციან, ამას მოწმობს დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება. 

ამ დღეს მსოფლიოს 193-ზე მეტ ქვეყანაში მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებები ტარდება, რაშიც მილიარდამდე ადამიანია ჩართული. ტრადიციულად, ღონისძიებებს უერთდება ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაც, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა აქტივობა გაიმართა. 

აღსანიშნავია, ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეები, მათ სკოლაში წარუდგინეს თავიანთი ნამუშევრები, გაეცნენ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება დედამიწის დაცვას და გაიმართა პრეზენტაცია.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში გაიმართა „შაბათობაც“, ხეების შეკირვა ჩატარდა და დასუფდავდა სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია. ასევე, მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო პლაკატები და კედლის გაზეთები.

ცნობისთვის, დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203