ხონის N2 სკოლის მე-5 კლასელთა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი გაკვეთილი და ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობები
25-04-2024

ხონის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს, ამჯერად საინტერესო აქტივობით, ასპარეზზე მე-5 კლასის მოსწავლეები გამოვიდნენ. 

ამ დღეს, კლასში საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა, რომელსაც ბუნებისმეტყველების მასწავლებელი თამარ მეშველიანი ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა გააცნობიერეს ამ დღის აქტუალურობა, გაეცნენ მისი დაარსების ისტორიას, მოიძიეს ინფორმაცია, თუ სად და როგორ აღინიშნა პირველად ეს დღე ეკოლოგიური პრობლემების წარდგენის შემდეგ, იმსჯელეს პრობლემის დაძლევის გზებზე, ასევე ️გაითამაშეს სიტუაციური ამოცანა. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილის ბოლოს გაიმართა დისკუსია, ასევე მოეწყო ნახატებისა და სლოგანების პრეზენტაცია. 

გაკვეთილის მიზანი გახლდათ მომავალ თაობაში ბუნებისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობის გაღვივება და მის დაცვაზე ზრუნვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203