ბათუმის N8 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული შთამბეჭდავი ღონისძიებით დაგვირგვინდა
24-04-2024

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან. მასწავლებლები მოსწავლეებს ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ეროვნული დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნება და გამონაკლისი არც დედაენის დღე ყოფილა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორის მოადგილე ნინო გოგოლიშვილმა ორგანიზება გაუწია საზეიმო ღონისძიებას, რომელიც მრავალფეროვანი კვირეულის დასკვნით აქტივობას წარმოადგენდა.

19 აპრილს, სკოლის სააქტო დარბაზში ფართოდ აღინიშნა ეს დღე, მოსწავლეებმა გაიაზრეს ამ დღის არსი და მნიშვნელობა, მისი დაარსების ისტორიაც გააჟღერეს და დასძინეს, რომ ენისთვის ბრძოლა ერის თვითმყოფადობისთვის უმნიშვნელოვანესია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203