მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლის - ანა კურტანიძის სპორტული წარმატება
25-04-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა შემეცნებით და სპორტულ ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

მათ შორისაა სკოლის მოსწავლე ანა კურტანიძე. 

ის, სპორტულ-შემეცნებით ღონისძიებაში - „ჩემი საყვარელი სპორტი და სპორტსმენი“ მონაწილეობდა.

ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებაზე, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი საყვარელი სპორტის სახეობებისა და სპორტსმენების შესახებ მომზადებული პრეზენტაციები, სადაც გამოვლინდნენ საუკეთესო პრეზენტაციის ავტორები.

აღსანიშნავია, რომ, აღნიშნულ ღონისძიებაზე III ადგილი დაიკავა მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა კურტანიძემ, რომელსაც ხელმძღვანელობდა სპორტის მასწავლებელი დიანა გოგოლაძე.

საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს  წიგნები და სიგელები გადაეცათ.

სკოლა მოსწავლით ამაყობს და მას კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203