სპასოვკის N1 სკოლაში დედამიწის დღეს დასუფთავების აქცია მიეძღვნა
24-04-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.
თარიღთან დაკავშირებით, მათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად იმუშავეს. თემატური ინფორმაცია მოიძიეს, ერთმანეთს გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
გარდა ამისა, მათ, მასწავლებლებთან ერთად, სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. ბოლოს კი გააჟღერეს, რომ დედამიწას ერთად უნდა გავუფრთხილდეთ.
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს