დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება ხონის N2 საჯარო სკოლაში
25-04-2024

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის დანერგვას და მათი ეკოცნობიერების ამაღლებას. 

შესაბამისად სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

მოსწავლეებმა ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, სასკოლო საზოგადოებას მისი დაარსების ისტორიაც გააცნეს და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის როლი ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნაში. 

ცნობისთვის, დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:​

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203