ბარალეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა დედამიწის დღე დასუფთავების აქციით აღნიშნეს
24-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამ მიზნით, სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი აქტივობა და პროექტი ხორციელდება. ამჯერად კი, სასკოლო საზოგადოება დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდა.
თარიღი პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სკოლის ეზოს დასუფთავებით აღნიშნეს. ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ამ დღის შესახებ ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს