მატნის N1 სკოლის მოსწავლეებს ყალბი ინფორმაციის ამოცნობის შესახებ სემინარი ჩაუტარდათ
24-04-2024
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში სამოქალაქო განათლების ფარგლებში, მოსწავლეთა თვითმმართველობა პროექტს - „კრიტიკული აზროვნება - დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზა“ ახორციელებს. 

პროექტის ფარგლებში, სკოლაში კახეთის სამხარეო ცენტრის წარმომადგენელ ეკატერინე მებაღიშვილს უმასპინძლეს, რომელმაც მოსწავლეებს სემინარი  ჩაუტარა. სემინარის თემა იყო დეზინფორმაცია და მასთან გამკლავების გზები.

მისი დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203