The Fox And The Hedgehog - სპასოვკის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ზღაპრის გმირები „გააცოცხლეს“ და წარმოდგენა გამართეს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლის - ნატო ვანაძის ორგანიზებით, სახალისო და შემეცნებითი აქტივობები ტარდება. ამჯერად, მან სასწავლო პროცესი მე-3 კლასში გაამრავალფეროვნა. მისი ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა ზღაპრის - The Fox And The Hedgehog (მელია და ზღარბი) გმირები „გააცოცხლეს“ და წარმოდგენა გამართეს.
მესამეკლასელებმა როლები შემდეგნაირად გადაინაწილეს, მთხრობელი -ედა მეკეიძე, ზღარბი - ბაჩო ნაკაიძე, ხოლო მელია - რენატი წინწკალაძე იყო.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები და უცხო ენის ცოდნის დონე გამოავლინეს, მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: