მატნის N1 სკოლის მოსწავლეთა წარმატება საგნობრივ ოლიმპიადებში
24-04-2024
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. 

მათ შორის არის, მე-5 კლასის მოსწავლე თამაზი ვარდოშვილი, რომელიც „კინგსის“ ოლიმპიადაში აქტიურად მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ იგი იყო „კინგსის“ სტიპენდიანტი მოსწავლე, მიღებული აქვს „კინგსის“ არაერთი ოქროს მედალი, დიპლომი და სერტიფიკატი. 2023 წლის სეზონზე კი, კახეთის რეგიონში, ყველაზე მაღალი ქულები დააფიქსირა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, 2024 წლის გაზაფხულის სეზონზე, „კინგსის“ მარკეტინგის ჯგუფმა გადაწყვიტა, რეგიონების მიხედვით პოსტერებზე განეთავსებინა ამ კონკრეტული რეგიონების წარმატებული მოსწავლეები. სწორედ ამ მიზნით, თამაზი ვარდოშვილის  მონდომების, ენთუზიაზმისა და აქტიურობის გამო, მისი ფოტო სარეკლამო პოსტერზე დაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ „კინგსის“ ოლიმპიადის აქტიური მონაწილეა მე-3 კლასის მოსწავლე გოჩა ნონიაშვილი. მას ქართულში პირველი ხარისხის დიპლომი და მათემატიკაში სერტიფიკატი გადაეცა. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203