„საოცარი ხარ შენ, დედამიწავ!“- მინაძის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს თეატრალური ღონისძიება მიეძღვნა
24-04-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. 

ამჯერად, ისინი დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში თემატური აქტივობები გაიმართა. მოსწავლეებმა თეატრალური ღონისძიება - „საოცარი ხარ შენ, დედამიწავ!“ გამართეს. 

ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ამ დღის შესახებ ისაუბრეს. 

აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203