„ბულინგთან ბრძოლა“ - საინტერესო საგანმანათლებლო კონფერენცია დერჩის საჯარო სკოლაში
24-04-2024

აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დერჩის საჯარო სკოლისთვის ტოლერანტული, ჰუმანური, ემპათიის გრძნობით განმჭვალული ახალგაზრდების აღზრდა მთავარი მიზანი და მოწოდებაა. 

სკოლაში მოსწავლეებს შთააგონებენ, რომ გმობდნენ ძალადობას და იაზრებდნენ, მის უარყოფით გავლენას, სწორედ ამ მიზნით, სკოლაში საგანმანთლებლო კონფერენცია მოეწყო. 

ცხადია, კონფერენციის თემა - „ბულინგთან ბრძოლა“, გახლდათ. 

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ დაუშვებელია ჩაგვრა, მაგალითად მოიყვანეს ფაქტები და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება, რადგან გონიერი ადამიანებით იქმნება ჰუმანური საზოგადოება. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203