„ჩვენ ვზრუნავთ“ - დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული თელავის N5 საჯარო სკოლაში
24-04-2024

გარემოზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალია და ეს თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ყველაზე უკეთ უწყიან. მათ იციან, რომ ჩვენ, დედამიწელები საკუთარ „სახლს“ უნდა გავუფრთხილდეთ.

ამას მოწმობს დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება, რომელიც, თამამად ვიტყვით, არის გზავნილი თითოეული ჩვენგანისთვის - „დედამიწას გაფრთხილება სჭირდება“...

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თელავის N5 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში,  მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი მოსწავლეების ინიციატივით განხორციელებული დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული - „ჩვენ ვზრუნავთ“.

კვირეულის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა, რომელიც მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებისა და მათში გარემოსადმი სიყვარულის გაღვივებისკენ იყო მიმართული. 

მოსწავლეებმა ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზეც ისაუბრეს და ის გლობალურ კონტექსტშიც განიხილეს: 1970 წელს დაარსების დღიდან დედამიწის დღე გაფართოვდა და გახდა გლობალური ფენომენი, რომელიც აღინიშნება 193-ზე მეტ ქვეყანაში, ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. დედამიწის დღე ემსახურება როგორც აქციის მოწოდებას, რომელიც მიზნად ისახავს ინდივიდების, თემების და მთავრობების განათლებას, შთაგონებას და მობილიზებას, რომ დააფასონ გარემოს მნიშვნელობა და განახორციელონ ინვესტიცია მის დაცვასა და აღდგენაში.

როგორც სკოლაში აფასებენ, კვირეული მრავალმხრივი აქტივობებით იყო დატვირთული, რამაც მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203