„წარუშლელი შთაბეჭდილებით, სიხარულითა და სიყვარულით სავსე დღე“- საჩხერის N1 სკოლაში საპატიო სტუმრებს უმსაპინძლეს
24-04-2024

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლას, საჩხერე-ჭიათურის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე დანიელი და დედა ელენე სტუმრობდნენ. 

„ჩვენს ცხოვრებაში არის ხოლმე დღე, რომელიც „მიუაჩრდილებელი ნათლითაა“ სავსე, ადამიანის სულსა და გულს ბედნიერებით აამზიანებს და დაუვიწყარ დღესასწაულად აქცევს“, - ასე აფასებენ შეხვედრას სკოლაში, რომელიც თბილ გარემოში წარიმართა.

მე-9 კლასმა, დამრიგებელ ზინა კაპანაძის ხელმძღვანელობით, მოამზადა დედა ელენე ნაფეტვარიძის წიგნის - „სიყვარული გზად და ხიდად“, პრეზენტაცია.

შეხვედრა დასამახსოვრებელი და ემოციებით დატვირთული იყო, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე სტუმრებისთვის. 

სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან სტუმრებს, პედაგოგ ზინა კაპანაძეს, მე-9 კლასის მოსწავლეებსა და მშობლებს.

„ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი დღეები... დიდი მადლი ტრიალებდა ჩვენს სკოლაში... წარუშლელი შთაბეჭდილებით, სიხარულითა და სიყვარულით სავსე იყო ყველა. სული ზეიმობდა...“, - შთაბეჭდილებები, რომლითაც სრულიად სასკოლო საზოგადოება აივსო. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203