ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე სანდრო პაპიძე კრივში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
24-04-2024

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებში სპორტი და სპორტული აქტივობები ძალიან პოპულარულია, ამის ნათელი მაგალითია სხვადასხვა შეჯიბრში მოსწავლეთა მიღწევები. 

ამჯერად, სკოლა დიდი სიამაყით გვიამბობს წარმატებული, პატარა სპორტსმენის ისტორიას -  სანდრო პაპიძე მეცხრეკლასელია, ის კრივით არის დაკავებული და 52-კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. სხვადასხვა დროს მრავალი გამარჯვება აქვს მოპოვებული, არის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, საქართველოს პრიზიორი, ზესტაფონის და ქუთაისის ჩემპიონატების პრიზიორი, ახალციხის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი, მრავალი სახელობითი ტურნირის გამარჯვებული, როგორც რესპუბლიკური, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

ახლახან, სანდრო პაპიძე გახდა მიმდინარე წლის 17-21 აპრილს ქუთაისში ჩატარებული ა.კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრივის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. მან პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა.

სკოლა ულოცავს სანდროს წარმატებას და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203