წესის საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნა
24-04-2024
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა, I-IV კლასის დამრიგებელთან ნათელა ნატმელაძესთან და სკოლის ბიბლიოთეკართან - მზევინარ გოცირიძესთან ერთად წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლის ბიბლიოთეკარმა პირველკლასელები ბიბლიოთეკის სამკითხველოში მიიწვია და წიგნიერების და საბავშვო წიგნების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებელთან ერთად, მეგობრების ინტერესებისა და მისწრაფებების გათვალისწინებით, წიგნები შეარჩიეს, წაიკითხეს და ისაუბრეს. მათ შეუერთდა მეოთხე კლასიც, დამრიგებელმა - ნათელა ნატმელაძემ, მიხაელ ენდეს - „დაუსრულებელი ამბავი“ აჩვენა, სადაც მკითხველებს წიგნის პერსონაჟად ქცევის შანსი ეძლევათ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში კითხვის მოტივაციის ამაღლება და წიგნიერების ხელშეწყობა. ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ნათელა ნატმელაძე უძღვებოდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს